ვიდეოკონკურსის “მომავალი განათლებაშია” ერთ-ერთი გამარჯვებული მარიამ მუკვანია. ის კონკურსში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა.
მარიამმა კონკურსზე წარადგინა ვიდეო, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება, “მომავალი განათლებაშია, განათლება თავისუფლებაშია!”
კონკურსის კიდევ ორი გამარჯვებული ჰყავს:
ანი ჯანელიძე, ქუთაისი N7 საჯარო სკოლა
მარიამ ჩაგუნავა, თბილისის N182 საჯარო სკოლა
ვიდეო კონკურსი განათლების კოალიციის ინიციატივითა და EPAM Georgia-ს სპონსორობით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გამოცხადდა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებს შორის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია იყო.
დატოვეთ კომენტარი