40 მაუსი, 30 კლავიატურა, 6 Wi-Fi, 10 მყარი დისკი, 30 მეხსიერების ბარათი,- ეს იმ მოწყობილობებისა და აქსესუარების ჩამონათვალია, რომელსაც გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გამარტივებული შესყიდვის გზით ყიდულობს.
გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ხინჩეგაშვილმა 15 488 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას “კომპიუტერული ზონა”.
აღნიშნულმა კომპანიამ ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობები და აქსესუარები 10 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს მერიას.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი თვის წინ 22 სამაგიდო კომპიუტერისთვის და 3 ლეპტოპისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 50 500 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. უწყების განმარტებით, ახალი კომპიუტერების შეძენა ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სურდათ. მერიამ ხელშეკრულება კომპანიას “ჯეო ტეჩი” გაუფორმა და 41586 ლარი გადაუხადა.