გორში საზაფხულო ბაღების გახნის თარიღი შეიცვალა.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, საზაფხულო საბავშვო ბაღები 26 ივლისის ნაცვლად, მუშაობას 1- ელ აგვისტოს დაიწყებს.
“სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საზაფხულო ბაღები, 26 ივლისის ნაცვლად, ფუნქციონირებას დაიწყებს 1-ელ აგვისტოს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, გორში საზაფხულო ბაღები მე-9 და მე-14 საბავშვო ბაღებში გაიხსნება.
დატოვეთ კომენტარი