გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მეორადი ავტომობილების შეძენა სურს. მეორადი ავტომობილების შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.
სატვირთოსა და მსუბუქ ავტომობილში სააგენტო 46 500 ლარის გადახდას გეგმავს.
სატენდერო პირობების მიხედვით მეორადი სატვირთო ფურგონი გამოშვებული უნდა იყოს არანაკლებ 2007 წელს. უნდა იყოს თეთრი, რუხი, მწვანე ან მუქი ბორდოსფერი. მოიხმარდეს დიზელს.
ფურგონიანი მსუბუქი ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არანაკლებ 2002 წელს. ფერი -თეთრი, რუხი, მწვანე ან მუქი ბორდოსფერი (ერთი ფერის). გარბენი- არაუმეტეს – 200 000 კმ.
“შემოთავაზებული ავტომობილის ვიზუალური მდგომარეობა, ძარის პანელები და ძირითადი აგრეგატები (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, ჰიბრიდული სისტემა), უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის მიერ დადგენილ ნორმებს, ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით”,– ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შერჩეულმა კომპანიამ ავტომობილების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა უზრუნველყოს.