გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, – საკითხი დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და პროექტები მოიწონეს.
დადგენილებიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. კერძოდ:
- სოფელ ხელთუბანში მოხდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
- სოფელ შინდისში მოხდება გმირების მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
- სოფელ შერთულში მოხდება სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
პროექტები რეგიონული ფონდიდან დაფინანსდება.
დატოვეთ კომენტარი