ხაშურის სამუსიკო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, იგება ბეტონის დაპრესილი ფილა და ეწყობა მოაჯირები, რომლებიც შეიღებება.
„უკვე დამონტაჟდა განათებები, დაიდგმება დასასვენებელი სკამები, დაირგვება ხე -მცენარეები. ასევე, ეწყობა ვიოლინოს ფორმის შადრევანი, რომელსაც აქვს სატუმბი მოწყობილობა შესაბამისი კონსტრუქციებით”, – ამბობენ ხაშურის მერიაში.
სკვერს, რომელიც მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით ეწყობა, ორი შესასვლელი ექნება.
“ერთი იქნება ფორტეპიანოს ფორმის ასასვლელი კიბე, რომელიც მოპირკეთდება სხვადასხვა ფერის ბაზალტის ფილით, ცენტრალური შესასვლელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რათა მოქალაქეებმა თანაბრად შეძლონ მწვანე სივრცეებით სარგებლობა და განტვირთვა“
სამუსიკო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.