ისტორიები ისტორიული ძეგლები

სტალინის ვაგონის ისტორია: იალტა -პოტსდამი – გორი

მატარებელის ვაგონი, რომლითაც იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ახლა გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში დგას, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ისტორია. 

1987 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში, სტალინის ვაგონი საქართველოში, კერძოდ კი გორში ჩამოიტანეს.

მიხეილ გორბაჩოვმა ჩამოსაშლელად განწირული საბჭოთა იმპერიის ხელახლა გაძლიერება საზოგადოებაში სიმბოლიზმის გაძლიერებით სცადა. სწორედ სიმბოლიზმია ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რის გამოც სტალინის ვაგონი გორში ჩამოიტანეს 1987 წელს და მის სახლ-მუზეუმში მიუჩინეს ადგილი.

გორბაჩოვის, ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის ასეთი ქმედება საზოგადოებისთვის ყოვლად გაუგებარი აღმოჩნდა, რადგან სწორედ გორბაჩოვის და მისი წინამორბედი მთავარსარდლების მხრიდან, წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა სტალინის დაგმობა.

საბოლოო ჯამში, გორბაჩოვის გეგმა არ გამართლდა და ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, საბჭოთა კავშირის ერთ დროს უდიდესმა იმპერიამ კრახი განიცადა.

ვაგონს, ისეთი სიგრძის სარკინიგზო მარშრუტები აქვს გავლილი, როგორებიც არის მოსკოვი-იალტა და მოსკოვი-პოტსდამი.

ვაგონის უკანასკნელი საბჭოეთიდან გასვლა 1945 წელს, პოტსდამის კონფერენციაზე მოხდა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

ვაგონს 2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

პაატა მაჩიტაძე