ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში გზის დაგება გადაწყდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
საკრებულოს პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა წარუდგინა.
“საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს ცვლილებებს „2022 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №76 განკარგულებაში, რის შედეგად არსებულ ჩამონათვალს დაემატა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში მისასვლელი გზის მოასფალტების პროექტი”, – აცხადებს საკრებულოს ადმინისტრაცია
საკრებულოს აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პროექტი მალე დაიწყება და ის ადგილობრივი და რეგიონალურო ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.
ინფორმაციისთვის სოფელ ბრილის მოსახლეობა თვეებია, რაც სოფლამდე მისასვლელი 3 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას ითხოვს. მათ რამდენჯერმე გზაც გადაკეტეს.