ახალი ამბები

კარალეთთან, ავარიის დროს დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა 

19 ივლისს, კარალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადად ერთი -ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

კლინიკის “გორმედი” ქირურგის მერაბ მაისურაძის თქმით, 30 წლამდე მამაკაცს კლინიკაში შეყვანის დროს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. 

“პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მკურნალობა უტარდება კრიტიკული მედიცინოს განყოფილებაში.  კლინიკაში შემოიყვანეს პოლიტრმვით. აღენიშნებოდა ქალატვინის ტრამვა, ნეკნებისა წვივის მოტეხილობა, მუცლისა და ღვიძლის დაზიანებები. ჩაუტარდა ყველა საჭირო მკურნალობა და ახლაც ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა”, – განაცხადა მერაბ მაისურაძემ. 

ინფორმაციისთვის, კარალეთთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 3 ადამიანი. 

დატოვეთ კომენტარი