“ამ ფოტოებზე მარიუპოლი ან ბუჩა არ გეგონოთ. ქვიშხეთის რკინიგზის ბაქანია აღბეჭდილი, კურორტის, რომელიც უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს და რომლითაც ასე ვიწონებთ თავს”, – წერს სოციალურ ქსელში იამზე მურმანიშვილი და ფოტოებს ავრცელებს.
ფოტოებს მურმანიშვნილი თან ურთავს ტექსტს საკუთარი ისტორიის შესახებ.
“რამდენიმე წლის წინ დედა მატარებელში ასვლისას ჩავარდა და ძლივს გადაგვირჩა. მას შემდეგ უფრო მოიშალა ბაქანი, დაინგრა და დაიქცა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ხელიც ურევია ამ ყველაფერში (ყველას გვახსოვს ბნელი ოთხომოცდაათიანი წლები), მაგრამ ეს ცალკე თემაა.”
მისი თქმით, ბაქანზე ასვლას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
“კიბეები ჩანგრეულია, მოშლილი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. იქნებ მიიტანოთ გულთან, ვისაც ხელგეწიფებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარება და მისცეთ საშუალება მოსახლეობას იაფი და უსაფრთხო ტრანსპორტით მგზავრობის”.