გორში, არაშენდის მთაზე დოღი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დააჯილდოვა. მათ მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
დოღი გორში გორის მერიისა და საცხენოსნო კლუბი “კენტავრის” თანადაფინანსებით ჩატარდა.
საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ის უკვე მესამედ გაიმართა.
შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა.
დატოვეთ კომენტარი