რამდენიმე დღის განმავლობაში შიდა ქართლის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო განმარტავს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და მკვეთრად მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში.
“გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ და მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ დაანაგვიანებენ გარემოს.
“დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს”,– წერია განცხადებაში.