გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 სოფელში გზის მოხრეშვისა და გაწმენდისთვის ტენდერი გამოაცხადა.
სამუშაოები “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიამ 315`715 ლარი გაითვალიწინა.
“მოზაიკა” გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს:
1. არბო;
2. ახალშენი;
3. ახრისი;
4. ბერბუკი;
5. ბნავისი;
6. ერგნეთი;
7. გუგუთიაანთ კარი;
8. ჯარიაშენი;
9. კვარხეთი;
10. მერეთი;
11. ფლავისმანი;
12. ქვემო სობისი;
13. შერთული;
14. სვენეთი;
15. თერგვისი;
16. ზემო ნიქოზი;
17. ზემო რეხა;
18. გაგლოანთ უბანი;
19. ზემო სობისი;
20. ბიისი;
21. იფნარა;
22. კოშკები;
23. ლევიტანა;
24. ზემო ქსოვრისი;
25. თხილნარა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დაასრულოს.