ხაშურში იუსტიციის სახლი წლის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ხაშურში სტუმრობისას ისაუბრა.
რატი ბრეგაძის თქმით, მშენებლობა ახალ ფაზაში გადავიდა და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“შეიცვალა კომპანია, ვინც სამუშაოებს ანხორციელბდა. წლის ბოლოსთვის ხაშურს ახალი, თანამედროვე სერვისების იუსტიციის სახლი ექნება,სადაც 18 ადამიანი დასაქმდება,”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმთ, მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში თანამედროვე ინტერიერის მქონე საქორწინო-სარიტუალო სივრცეც მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.
დატოვეთ კომენტარი