ხაშურის ბიუჯეტი 2 902 818 ლარით გაიზარდა – შეცვლილი ბიუჯეტი საკრებულომ სპეციალურად გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.
“გაიმართა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საკრებულოს სხდომა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა 2022 წლის ბიუჯეტსა და ცალკეული ასიგნებებით გათვალისიწნებულ ღონისძიებათა გეგმაში განსახორციელებელ ცვლილებებს”, – განმარტავს საკრებულო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2 902 818 ლარით იზრდება, რაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროეტებს, მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამების თანადაფინანსებას მოხმარდება.
დატოვეთ კომენტარი