ახალი ამბები

გორის მერია ბიზნეს სკამებს უთვლის

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები კაფე-რესტორნებში დადიან და სკამებს ითვლიან.

ამბობენ, რომ გორის საკრებულოს 2017 წლის დადგენილებით ხელმძღვანელობენ, რომლის თანახმადაც, კაფე-რესტორნებმა მათ სივრცეში განთავსებულ თითო სკამის სანაცვლოდ 60 თეთრი, ყოველი თვის ბოლოს, ბიუჯეტში უნდა შეიტანოს.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ამ მიზნით, დღეს “ბლექ სთარში” იმყოფებოდნენ, რომლის მფლობელიც ხელისუფლების მიმართ, კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. სოსო ბაბაევის თქმით, მოსაკრებლის გადახდას არ აპირებს, რასგან გორის ხელისუფლება ბიუჯეტს უყაირათოდ ხარჯავს და ამის არერთი კონკრეტული მაგალითი არსებობს.

“მოსაკრებელი უნდა გადაიხადოთო, ერთი სკამის საფასური 65 თეთრიაო. ანუ, კომერციული ობიექტების ნარჩენები რომ გორის ნაგავსაყრელზე იყრება, ამის საფასურიაო. ჩემი რესტორნის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ყოველ თვე დეღეგეს, ქონების და მოგების გადასახადია გარდა, დამატებით, მინიმუმ 200 ლარამდე უნდა გადავიხადო. იმ ფონზე, რომ ამ რესტორანში სკამების 30 პროცენტიც კი არ შევსებულა ამ დრომდე. მე არ ვაპირებ გორის მერიას, რომ ბიუჯეტის შევსებაში დავეხმარო, მერე რომ ბიტკოინები აგუგუნონ და ხალხის ფული აზარტულ თამაშებში გაფლანგონ”, –ამბობს ბიზნესმენი სოსო ბაბაევი.

დატოვეთ კომენტარი