გორის მერმა საკუთარ წარმომადგენელს სოფელ ვარიანში შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. ეს ინფორმაცია “მოზაიკას” პაატა კოკაურმაც დაუდასტურა.
“ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და აღარ გამიგრძელეს”, – გვითხრა კოკაურმა.
შრომითი ურთიერთობის შეეწყვეტის მიზეზებზე კოკაური მედიასთან არ საუბრობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორის მერმა შრომითი ხელშეკრულებები კიდევ რამდენიმე წარმომადგენელთან აღარ გააგრძელა.
დატოვეთ კომენტარი