Etaloni.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ გორში ინგლისურის სესიაზე აბიტურიენტს 1 წუთი დააგვიანდა და გამოცდაზე აღარ დაუშეს.
„ნაეკის“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ინფორმაცია არასწორია, რადგან 1 წუთით დაგვიანების შემთხვევაში აბოტურიენტს არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.
„თუ გამოცდა 15:00 საათზე იწყება, აბიტურიენტი ადგილზე უნდა გამოცხადდეს 14:00 საათზე. ხოლო თუ ის გამოცდაზე 15:01 საათზე გამოცხადდა, ეს ნიშნავს, რომ მან არა 1 წუთი, არამედ 1 საათი და 1 წუთი დააგვიანა.”
დატოვეთ კომენტარი