სტატიები

უფუნქციო ობიექტები ქარელში და დახარჯული 4 642 511 ლარი

ქარელის მერია, წლების განმავლობაში აშენებდა ობიექტებს, რომლებიც უფუნქციოდ რჩებოდნენ. ამ დროისთვის ასეთებია: საცურაო აუზი, ტურიზმის ცენტრი, ავტოსადგური და ბაზარი.

ავტოსადგური
ბაზარი

ამ ოთხი ობიექტის აშენება-მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 4 642 511 ლარია დახარჯული.

  • ერთ-ერთი ბოლო შენობა, რომელიც ქარელში აშენდა, საცურაო აუზია. მისი გახსნა მიმდინარე წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა შენობა ამ დრომდე დაკეტილია.
  • უფუნქციოა ასევე ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც. ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებაში ამბობდნენ, რომ ცენტრი მალე გაიხსნებოდა, მანამდე კი კონკურსის წესით თანამშრომლებს შეარჩევდნენ, თუმცა ამ დრომდე არც ამ დაწესებულებას დაუწყია ფუნქციონირება.
  • მეექვსე წელია, არ ფუნქციონირებს ავტოსადგური და ბაზარი, რომლის მოწყობისთვის 133 000 ლარია დახარჯული. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ობიექტების ადგილმდებარეობა არასწორად შეირჩა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი