ახალი ამბები

მიშა გოგინაშვილის თქმით, აშშ აფინანსებს იმ ორგანიაციებს, რომლებსაც ომის დაწყება სურთ

გორის საკრებულოს წევრი მიშა გოგინაშვილი აცხადებს, რომ აშშ აფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც საქართველოში ომის დაწყება სურთ.

მიშა გოგინაშვილი ამერიკის ელჩს მოუწოდებს გაემიჯნოს მათ და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას.

“ქალბატონმა კელი დეგნანმა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარის კითხვებს ძალიან სამწუხარო პასუხი გასცა. მას მოუწოდებენ, რომ განმარტოს ან გაემიჯნოს ომის ქადაგებას საქართველოში იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომელსაც ამერიკული მხარე აფინანსებს, მაგალითად ეკა გიგაურის მიერ. ე.წ. სახალხო დამცველი, რომელმაც განაცხადა, რომ რატომღაც რცხვენია და ამ სირცხვილს ურჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოში. აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელსაც ომი სჭირდებათ და ეს ომი სჭირდებათ ხელისუფლებაში მოსასვლელად. და არამარტო ამერიკა, აქ არის ევროპის მიმართულებითაც. ევროპარლამენტარებმა მიიღეს არასწორი ინფორმაციით სავსე რეზოლუცია”, – აცხადებს გოგინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიშა გოგინაშვილმა გუშინ პარტია “ქართული ოცნება” დატოვა.

დატოვეთ კომენტარი