გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში,ხიდიდან 40 წლამდე მამაკაცი ტირიფონის არხში გადავარდა და დაიხრჩო.
ადგილობრივების თქმით, ხიდს მოაჯირი არ აქვს და მასზე სიარული ყველასთვის საფრთხილოა.
“ტირიფონის არხში ახალგაზრდა მაამკაცი დაიხრჩა, რადგან ხიდს მოაჯირი არ აქვს და როგორც ჩანს, თავი ვერ შეიმაგრა”, – ამბობენ ადგილობრივები.
ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ხიდი განახლდეს და მოაჯირები გაუკეთდეს.
დატოვეთ კომენტარი