შალვა საზანდრიშვილს ანსამბლ “იბერიელების” ხელმძღვანელს ამაგდარის ტიტული მიენიჭა.
ინფორმაცია ამის შესახებ ქარელის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ეგნატაშვილი ავრცელებს. მისივე განმარტებით, ფოლკლორის ფესტივალზე ანსამბლს ლაურიატის წოდება მიენიჭა.
“ბათუმში გამართულ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე “კავკასია-2022”, ქარელის ქორეოგრაფიულ ანსამბლ “იბერიელებს” ლაურიატის წოდება მიენიჭა. ამავე ღონისძიებაზე ანსაბლის ხელმძღვანელმა შალვა საზანდრიშვილმა ქორეოგრაფიის ერთ-ერთი უმაღლესი ტიტული, ამაგდარის წოდება მიიღო’, – ამბობს ეგნატაშვილი ეგნატაშვილი.
გამარჯვებულები საქართველოს ქორეოგრაფთა ასოციაციის თავჯდომარემ დააჯილდოვა.
დატოვეთ კომენტარი