გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში გამოძახებაზე მიმავალ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“გამოძახებაზე მიდიობა, მძღოლს უთქვამს სამედიცინო პერსონალისთვის, სწრაფად გადადით მანქანიდან რაღაც ხდებაო, გადმოსვლა და ცეცხლის მოკიდება ერთი იყო, დაშავებით არავინ დაშავებულა”, – ამბობენ თვითმხილველები.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური გამოიძახეს და ავტომობილში გაჩენილი ცეცხლი აღნიშნულმა სამსახურმა ჩააქრო.
დატოვეთ კომენტარი