კასპში, გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი ესმა კაშიბაძე უფასო კონსულტაციას ჩაატარებს – ამ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონსულტაციები გინეკოლოგიურ საკითხებზე უფასო იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის.
“პაციენტთა მიღება იწარმოებს 9 ივლისს, შაბათს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. ხოლო 10 ივლისს, კვირას, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე. კლინიკის მისამართია კასპი, გიორგი სააკაძის ქუჩა #58”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
უფასო კონსულტაციები ტარდება სათემო ცენტრ “კომლის” ნიციატივით და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
დატოვეთ კომენტარი