ახალი ამბები

ხაშურის სასპორტო სკოლაში საჭიდაო დარბაზის ეწყობა – მერია

ხაშურის სასპორტო სკოლაში საჭიდაო დარბაზის ეწყობა. ხაშურის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აგებენ იატაკს, რის შემდეგაც დაიწყება სამღებრო და გარკვეული კოსმეტიკური სამუშაოები.

„მუნიციპალიტეტს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს, რაც ნამდვილად საამაყოა, ამიტომ მათ სათანადო პირობებს ვუქმნით, რათა სრულფასოვნად შეძლონ ვარჯიში და საკუთარი თავის წარმოჩენა. საბოლოო ჯამში, ასეთი პროექტები ხელს უწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

სკოლის შიდა სივრცის კეთილმოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 88 346 ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი