ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში ახალგაზრდები დარბაზის მოწყობას ითხოვენ.
მათი ინფორმაციით, სკოლას ასეთი სივრცე ჰქონდა, თუმცა ომის დროს დაზიანდა, რის გამოც მისი დემონტაჟი გახდა საჭირო.
“ჩვენს სკოლაში მრავალი ღონისძიება ტარდება, მაგალითად ჩვენი ბოლო ზარი, მაგრამ რადგან არ გვქონდა დარბაზი ამის გამო, მოგვიწია მისი ორჯერ გადადება. ხშირად გვინდა, რომ ჩავატაროთ სასკოლო ღონისძიება, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ დარბაზი აშენდება სკოლაში”, – ამბობს თაკო არხოშაშვილი.
დარბაზის არარსებობის გამო, ახალგაზრდებს სოფლიდან ქალაქში უწევთ ჩასვლა, რომ სხვადასხვა სახელოვნებო თუ სპორტულ წრეებზე იარონ. ისინი ფიქრობენ, რომ სკოლის ტერიტორიაზე დარბაზის აშენება ახალგაზრდების ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის.