კასპის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში სპორტული სივრცეები მოეწყობა. ტრენაჟორების დასამონტაჟებლად, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და ამისთვის ბიუჯეტში 148`422 ლარი გაითვალისწინა.
ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება:
- ყარაფილაში
- კოდისწყაროში
- თვაურებში
- ქვემო გომში
- თეზიში
- ქვემო ჭალში.
სანტენდერო პირობების მიხედვით, ტრენაჟორების გარდა, შერჩეულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს საჩრდილობელი და მოედანი ტრენაჟორებისთვის.
დატოვეთ კომენტარი