ხაშურში მცხოვრები ვაჟა ჩაჩანიძე ერთ-ერთია, ვინც გერმანიის სასამართლოში დამსაქმებელს დავა მოუგო.
ჩაჩანიძე გერმანიაში სამუშაოდ სახელმწიფო პროგრამის ფაგრლებში 2021 წელს წავიდა. ამბობს, რომ დასაქმების სააგენტო პირდებოდა, რომ სამუშოდ ნორმალურ პირობები ექნებოდა და საათში 9 ევროს მიიღებდა.
ადგილზე ჩასულს კი, არასათანადო საცხოვრებელი პირობები და სამუშო გარემო დახვდა. ანაზღურება საათში 9 ევროს ნაცვლად, მხოლოდ 3 ევროს შეადგენდა.
“მუშაობა გვიწევდა მარწყვის პლანტაციებში, წვიმის დროს დამსაქმებელი საწვიმარ ლაბადებსაც კი არ გვაძლევდა. ჩვენი ტანსაცმლით ვმუშობდით, საცხოვრებელ პირობებს რაც შეეხება, ორი კონტეინერი ჰქონდათ ერთმანეთზე მიდგმული და იქ გვეძინა. პოლონეთიდან ჰყავდათ მუშახელი, მათ საათში უხდიდნენ სამ ევროს. ჩვენ გვეუბნებოდნენ, თუ გინდათ ამ ანაზღურებაზე იმუშავეთო და იძულებული ვიყავით გვემუშავა, რომ საქართველოში დასარბუნებელი თანხა მაინც შეგვეგროვებინა”, – ამბობს ვაჟა ჩაჩანიძე.
სასამართლო პროცესზე დამსაქმებელმა განაცხადა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ თავად დასაქმებულები არ ასრულებდნენ სამუშაოს, თუმცა დამსაქმებელმა ვერც ერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა.
“ეს ყველაფერი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია და საქართველოს მოქალქეებისთვის 1000 -1000 ევროს გადახდა დააკისრა”.
ვაჟა ჩაჩანიძემ გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ახლა უკვე საქართველოს დასაქმების საგენტოს წინააღმდეგ მიმართა სასამართლოს და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღურებას მოითხოვს, რადგან დასაქმების სააგენტო იყო შუამავალი საქართველოს მოქლაქეებსა და გერმნიაში დამასაქმებელს შორის.