ახალი ამბები

რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ამჯერად დიტო სამხარაძეს აქებს

“დიტო სამხარაძე – სამშობლოზე შეყვარებული, მის კეთიდღეობაზე მზურნველი და კარგი მეგობარი”, – წერს სოციალურ ქსელში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე აბელ აბესაძე მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დიმიტრი სამხარაძის ვიდეო გავრცელდა.

ვიდეო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამხარაძემ გუშინ ატვირთა – კადრებში ჩანს, როგორ აგინებენ “ქართული ოცნების” წევრები პარტიის ოფისისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს. ვიდეო მან ფეიბუქიდან მალევე წაშალა, თუმცა ის სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი აბელ აბესაძემ კახა სამხარაძის მიმართაც დაწერა მაშინ, როცა რეგიონის ყოფილ გუბერნატორს და სამგორის მოქმედ გამგებელს სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების შეუარცხმყოფელი პოსტის გამო აკრიტიკებდნენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები