დღეს, გორში ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე 23 აპლიკანტი არ გამოცხადდა.
გორის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის, თინათის გვერდწითელის ინფორმაციით, პირველ და მეორე ნაკადზე 922 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, პირველ სესიაზე 461 აპლიკანტიდან 446 გამოცხადდა, ხოლო მეორეზე – 453.
“დღეს აბიტურიენტებს გამოცდა ჰქონდათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ორივე სესიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. პირველ ნაკადზე დარეგისტრირებული იყო 461 აბიტურიენტი და 15 მათგანი არ გამოცხადდა. ხოლო მეორეზე იგივე რაოდენობა იყო დარეგისტრირებული, მაგრამ გამოცდაზე 453 აბიტურიენტი შევიდა”, – ამბობს თინათინ გვერდწითელი.
დატოვეთ კომენტარი