ახალი ამბები

საპატრიარქო გორის მერიას სთხოვს, რომ უძრავი ქონება 99 წლით გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მორიგ სხდომაზე განიხილავს დადგენილებას, რომლითაც გორისა და ატენის ეპარქია ითხოვს ქალაქ გორში, ჯუღაშვილის ქუჩაზე მდებარე 203.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 99 წლით სარგებლობაში გადაცემას ითხოვს.

დადგენილების მიხედვით, მიწის ნაკვეთზე შემდგომში დაგეგმილია წმინდა მთავარანგელოზთა ტაძრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მოიცავს სამრეკლოს, საეკლესიო მაღაზიას, და სამოძღვრო ოთახს.

“მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, 99 წლის ვადით, გადასცეს საქართველოს საპატრიარქოს (204395537), გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ქალაქ გორში, ჯუღაშვილის ქ. მდებარე 203.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 66.45.17.348”, – წერია დადგენილებაში.

გადაწყვეტილებას გორის საკრებულო 8 ივლისის სხდომაზე მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი