ახალი ამბები

გორელი პედაგოგი, რომელსაც მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებას ედავებიან, არ დაუკავებიათ

გორის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომელსაც საკუთარ მოსწავლეთან გარყვნილ ქმედებას ედავებიან, ამ დრომდე თავისუფალია. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზ.ქ.-ს წინააღმდეგ ჩვენებას არაერთი მოსწავლე აძლევს, თუმცა ამის მიუხედავად, მისთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

20 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 60 წელს გადაცილებული პედაგოგი მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო დადანაშაულებული. ეს ინფორმაცია როგორც შსს-მ, ასევე ადგილობრივმა რესურსცენტრმა დაადასტურა.

ფაქტის გახმაურებიდან ორი კვირის შემდეგ კი, ცნობილი ხდება, რომ 60 წელს გადაცილებული კაცი მეათე კლასელების მშობლებს ჩივილით და დიდი ფულადი კომპენსაციის დაკისრებით ემუქრება.

გარდა ამისა, ის შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეებს, რომლებიც მის მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ.

ზ.ქ. მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრის ახლო ნათესავია და ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მისი ხელშეუხებლობის მიზეზი სწორედ ეს იყოს.

ფაქტის გახმაურების და მოქალაქეთა გამოხმაურებების საპასუხოდ, თავად პედაგოგმა თქვა, რომ ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაცია იყო

დატოვეთ კომენტარი