ახალი ამბები

სურამში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება – ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.

“პატარებისა და მოზარდების მხრიდან, ასეთი სივრცეების მიმართ დიდი ინტერესია. ამიტომ მუნიციპალიტეტში მინი სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ახლახანს დასრულდა სტადიონის მშენებლობა ცხრამუხაში.

“სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს ქემფერში და ბიჯნისში უახლოეს პერიოდში დაიწყება მინი სტადიონის რეაბილიტაცია ფარნავაზის ქუჩაზეც.”

დატოვეთ კომენტარი