ხაშურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ტაშისკრობა” აღინიშნა.
“413 წელი გავიდა ოსმალებსა და ყირიმელ თათრებზე 1609 წლის 27 ივნისის ძლევამოსილი გამარჯვებიდან, გიორგი სააკაძის სარდლობით, რომელიც ისტორიაში ტაშისკრის ბრძოლის სახელით შევიდა. ღონისძიება ქვიშხეთის კულტურის სახლში გაიმართა კულტურის ცენტრების გაერთიანების ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით”, – ინფორმაცია საკრებულომ გაავრცელა.
დღესასწაულს ესწრებოდა სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველი მეუფე სვიმეონი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ისტორიკოსები, მწერლები, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საპატრიარქოს ჩოხოსნათა საზოგადოების წარმომადგენლები.
დატოვეთ კომენტარი