ახალი ამბები

“დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო” – ერისთავის თეატრი მალტაში მიემგზავრება

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

ერთმოქმედებიანი დრამა, “დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო” რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე – შველიძის ხელმძღვანელობით დაიგა, მასში მონაწილეობენ გორის თეატრის მსახიობები, კახა ბერიძე და გიორგი გოგუაძე. 

“სპექტაკლის პრემიერა 29 ივნისს მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “EURO ART 2022”, გაიმართება, სადაც სპექტაკლთან ერთად ქართველი სცენოგრაფების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქართული სპექტაკლით გაიხსნება. “ეურო არტ 2022″”, –  ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, ფესტივალი კუნძულ მალტაზე ყოველწლიურად იმართება, მიზანი კი ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.