2022 წლის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია. მათ შორის ერთ-ერთი ხიდისთავის საჯარო სკოლის და მეცნიერებათა სკოლის მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილია. ის ორივე სკოლაში სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელია. აღსანიშნავია, რომ მიმოზა ღოლიჯაშვილი ხიდისთავის სკოლის ყოფილი დირექტორია.
აღნიშნული კონკურსის გარდა, მას საკუთარ მოსწავლეებთან ერთად არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ორი თვის წინ, ის კონკურსის “გააზიარე ცოდნა” გამარჯვებულიც გახდა.
გამოვლენილი ათეულიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.