ახალი ამბები

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ შვილს 45 600 ლარი აჩუქა

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ შვილს 45 600 ლარი აჩუქა – ეს ინფორმაცია რაზმაძემ 2022 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა. 

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს რაზმაძის შემოსავალი 137 549 ლარი იყო. აქედან:

  • ხელფასი საკრებულოდან – 30 873 ლარი
  • უძრავი ქონების იჯარიდან – 103 676,76 ლარი

შეგახსენებთ, რომ რაზმაძე მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრია. აქედან, უკვე მესამედ ის თავმჯდომარედ აირჩიეს. 

რაც შეეხება უძრავი ქონების იჯარა, არსებული ინფორმაციით. რაზმაძე 7 569 კვ.მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს ანწუხელიძის ქუჩაზე აქირავებს.  

დატოვეთ კომენტარი