ახალი ამბები

გორის მერი სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში „7×7“ მონაწილეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში „7×7“ მონაწილეობს, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს და ფოტოებსაც ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებულის გამოსავლენად შესარჩევი თამაშები მიმდინარეობს.

“მუნიციპალური პირველობისთვის 6 გუნდი იბრძვის. შეჯიბრება წრიული სისტემით ტარდება. ჩემპინატში საქართველოს 64 მუნიციპელიტეტი იღებს მონაწილეობს.”

ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებენ მუნიციპალურ, რეგიონალურ და ზონალური ეტაპებში გამარჯვებული გუნდები.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.პროექტის მიზანი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები