ავტორი: თათია ცეცხლაძე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მოსახლეობა სოფლამდე მისასვლელ 2 კმ-იანი გზაზე გარე განათების მოწყობას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე, განათების არარსებობის გამო, საავარიო სიტუაციები იქმნება.
“მაგისტრალიდან სოფლამდე არის საკმაოდ გრძელი, 2 კილომეტრამდე გზა. ამ გზაზე არ არის განათება, რის გამოც როგორც ავტომობილით, ისე ფეხით გადაადგილება რთულია. ყოფილა ავარიის შემთხვევებიც. განათებების არქონა პრობლემას უქმნის მოსახლეობას”, – ოთარ ცეცხლაძე.
მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი