ახალი ამბები

“საქანელებს ჯაჭვები დახსნეს და ძროხების დასაბმელად გამოიყენეს” – მერია ქარელის სკვერზე

“ეს სკვერი ისევ თავიდან არის გასაკეთებელი”, – გვითხრა ქარელის მერიის წარმომადგენელმა ქალაქში მდებარე იმ სკვერზე, სადაც საბავშვო ატრაქციონები დაზიანებულია. 

“სკვერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ეს არის მოსახლეობის დაუდევრობის და უპასუხისმგებობის ბრალი. სკვერის გახსნიდან ერთ კვირაში საქანელებს რკინის ჯაჭვები მოხსნეს და საქონლის დასაბმელად გამოიყენეს. ასეთ ხალხს რა უნდა მოვუხერხოთ, არ ვიცი”, – გვითხრა ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ალექსი ჯოჯიშვლმა. 

​მისი თქმით, მერიას მუნიციპალური ქონების დაზიანებისთვის მოქალაქეთა დაჯარიმების მეთოდი არ აქვს, რაც ადამიანების ამგვარ ქმედებს დაუსჯელს ტოვებს. 

“ერთი კვირის წინ, კიდევ ორი ბიჭი მე თვითონ ჩამოვყარე ტრენაჟორებიდან, მის დაზიანებას ცდილობდნენ. საჯარიმო სანქციები მერიას ასეთი ფაქტების მიმართ არ აქვს დაწესებული. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია სკვერის ახლიდან რეაბილიტაცია”, – გვითხრა ჯოჯიშვილმა.

დაზიანებული სკვერი ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარეობს და მის მოწყობას 38 000 ლარი მოხმარდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი