ახალი ამბები

ქარელის სკვერი, რომელზეც 38 000 ლარი დაიხარჯა, მოქალაქეებმა გაძარცვეს – ფოტოები

ქარელში ერთ-ერთი სკვერი ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარეობს. ეს ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცეა ქალაქში.

2015 წელს, მისი მოწყობისთვის 38 000 ლარი დაიხარჯა – დაიგო ფილაქნები, დამონტაჟდა სკამები, ლამპიონები და საბავშვო ატრაქციონები, თუმცა დღეს სკვერი მოუვლელი და უსარგებლოა.

ამავე თემაზე: “საქანელებს ჯაჭვები დახსნეს და ძროხების დასაბმელად გამოიყენეს” – მერია ქარელის სკვერზე

სკამებს ხის ზედაპირი აღარ აქვთ, დაზიანებულია ატრაქციონები და წაღებულია რკინის კონსტრუქციებიც.

როგორც ქარელის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ამბობს, ერთადერთი გამოსავალი სკვერის განმეორებითი რეაბილიტაციაა.

“საჯარიმო სანქციები მერიას ასეთი ფაქტების მიმართ არ აქვს დაწესებული. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია სკვერის ახლიდან რეაბილიტაცია, რასაც ვაკეთებთ კიდეც. უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ ტენდერს მაგ სკვერზე და დაიწყება მისი გაკეთება”, – გვითხრა ალექსი ჯოჯიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი