ახალი ამბები

გიორგი კანდელაკის “TV სეზონი” კრემლისტური მედიაა – მითების დეტექტორი

გიორგი კანდელაკის მიერ დაფუძნებული ტელევიზია “TV სეზონი” “მითების დეტექტორმა კრემლისტურ მედიად დაასახელა. 

როგორც “მითების დეტექტორი” წერს, “TV სეზონი” ერთ-ერთი ის მედიასაშუალებაა, რომელიც 2022 წლის 20 ივნისს გამართული აქციის დისკრედიტაციას ცდილობდა. 

მონიტორინგის შედეგებში ვკითხულობთ, რომ რუსთაველზე გამართული აქციის “შინ ევროპისკენ” დისკრედიტაციას სხვადასხვა მედიები და ფეისბუქ გვერდები, შემდეგი სახის გზავნილების გავრცელებით ცდილობდნენ:

– 20 ივნისის აქცია “პრორუსი”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ორგანიზატორები ჰყავს;

– “სირცხვილიას” დაორგანიზებულ აქციაზე სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებია განთავსებული;

– ხალხი “რუსული სპეცსამსახურების” და “ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებული აქციის წინააღმდეგია;

– “სირცხვილიას” რურუა და ოქრიაშვილი აფინანსებენ;

– 20 ივნისის აქციას ლგბტქ+ თემის წევრები უერთდებიან და მის პრაიდში გადაზრდას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” იყო და  აქციის მიზანს ევროკავშირისთვის „დასავლური ღირებულებებისადმი“ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება წარმოადგენდა. 

სამოქალაქო პროტესტის დისკრედიტაციას კი, “მითების დეტექტორის” დაკვირვებით,  19 ფეისბუკ-გვერდი და მედია ცდილობდა. მათგან ერთ-ერთი კი “TV სეზონია”, რომელიც გიორგი კანდელაკმა გორში დააფუძნა და რომლის ხელმძღვანელადაც “ალტინფოს” იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე დანიშნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.