ახალი ამბები

რომელი სოფლებისთვის ყიდულობს კასპის მერია საბავშვო ატრაქციონებს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 57 401 ლარია.

არსებული ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ბორტა, გამდლიწყარო, მრგვალი ჭალა და თეძმისხევი.

“2-ადგილიანი საქანელა, სასრიალოკიბით და ჩამოსასრიალებლით, აიწონა-დაიწონა ორადგილიანი, სათამაშო ზამბარაზე”, – ეს ის ატრაქციონებია, რომელსაც კასპის მერია აღნიშნული 4 სოფლისთვის ყიდულობს.

ტენდერზე წინადადებების მიღება 27 ივნისს დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.