ხაშურელმა სპორტსმენმა ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ქელეხსაშვილი ესპანეთის ქალაქ სანხენხოში, ქვიშის ჭიდაობაში ასპარეზობდა, სადაც მსოფლიო პირველობაში, 70 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
დატოვეთ კომენტარი