“სოფელ სათივესთან მდებარე “დაკიდული” ხიდი უსაფრთხოა ავტომანქანით გადაადგილებისთვის”, – უთხრა “მოზაიკას” გიორგი პაპიაშვილმა.
ხაშურის მერიის ინსფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ხიდს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა.
“ხიდს რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა და მისი ღირებულება 43 730 ლარი იყო. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე ეს ხიდი რეაბილიტაციას აღარ საჭიროებს, იგი უსაფთხოა როგორც მოქალაქებისთვის ასევე ავტომანქანებისთვის”, – გვითხრა გიორგი პაპიაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი