ახალი ამბები

3 ბინა, აგარაკი და მიწის ნაკვეთი – მიშა გოგინაშვილის შენაძენი 4 წელში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” 4 წელში 3 ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელზეც აგარაკი აიშენა – აღნიშნული მონაცემები მიხეილ გოგინაშვილმა სხვადასხვა წლებში შევსებულ დეკლარაციაში ასახა.

2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გოგინაშვილმმა თბილისში ბინა 2017 წელს 64 000 დოლარად შეიძინა.

კიდევ ორი ბინის შეძენა აქვს ასახული 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში. რომელშიც საერთო ჯამში 132 720 ლარი გადაიხადა.

გოგინაშვილს მიწის ნაკვეთის შეძენის შესახებ ინფორმაცია 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში აქვს ასახული. მან ვარიანში 12 515 კვ.მ ნაკვეთში 6 250 დოლარი გადაიხადა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ნაკვეთზე აგარაკი ააშენა, თუმცა გოგინაშვილს ბოლოს, 2021 წელს შევსებულ დეკლრაციაში ეს უძრავი ქონება ასახული არ აქვს. 

აღსანიშნავია, რომ 4 წლის განმავლობაში, მიხეილ გოგინაშვილის სახელფასო შემოსავალმა 76 338 ლარი შეადგინა და ერთ წელს შემოსავალს ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხა 21 550 დოლარიც დაემატა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.