ახალი ამბები

“ახალ სასწავლო წლამდე, ხაშურის 1-ელ სკოლასთან “მწოლიარე პოლიციელი” და შუქნიშანი დამონტაჟდება, დაიხაზება “ზებრაც” 

ახალი სასწავლო წლისთვის, ხაშურის 1-ელ საჯარო სკოლასთან საგზაო ინფრაქსტრუქტურა მოწესრიგებული იქნება, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა უთხრა.

მისი თქმით, შესაბამისი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. 

“გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, რომელიც 13 ივნისს დასრულდა. მოხდება ხაშურის პირველ საჯარო სკოლასთან, როგორც ზებრა გადასასვლელის დახაზვა, ასევე დაყენდება შუქნიშანიც ,ეს ყველაფერი მოხდება და მოესწრება სასწავლო წლის დაწყებამდე”, – გვითხრა გიორგი პაპიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე ხაშურის 1-ელ საჯარო სკოლასთან “ზებრა” წაშლილი, “მწოლიარე პოლიციელი” კი დაზიანებულია. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია, რომ არამარტო აქ, არამედ ყველა სკოლასთან მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა.

“პირველ სკოლასთან, გარდა “ზებრა” გადასასვლელის, გამოსაძახებელი შუქნიშანიც უნდა დაამონტაჟონ. საჭიროებას რაც შეეხება, ყველა სკოლასთან სადაც არ არის, აუცილებლად უნდა მოეწყოს”, – გვითხრა ზვიად  გოგუაძემ. 

დატოვეთ კომენტარი