ახალი ამბები

კაბინეტში საკუთარი 400-ლარიანი წნევის აპარატი მაქვს – გამრეკელი

„კაბინეტში საკუთარი 400-ლარიანი წნევის აპარატი მაქვს, არც კი ვიცოდი, რომ მერია წნევის აპარატის შეძენას აპირებდა, რომ მცოდნოდა, ავდგებოდი და ჩემსას ვაჩუქებდი”, – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გამრეკელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“მარტო არაზუსტ ინფორმაციას რომ აშუქებენ და ამბობენ, რომ მე ბიუჯეტის ფულით წნევის აპარატი ვიყიდე, იმას რატომ არ ამბობენ 2017 წლიდან საკრებულოში დარიცხული ხელფასიდან ერთი თეთრიც რომ არ ამიღია და იმათ ვაძლევ, ვისაც მეტად სჭირდება ეს ფული. 2700 ლარიდან 1000 ლარს სურამის ფსიქიატრიულში ვრიცხავ, 1000 ლარი მომავლის სახლს და 700 ლარი ბანას მშენებლობაზე, ასევე უპოვართა სასადილო, რომელიც მაისის თვეში გაიხსნა ხაშურში მაგასაც ჩემი ოჯახი აფინანსებს და ყოველთვე 5000 ლარს იქ ვრიცხავ. რაც კანონით მეკუთვნის ბიუჯეტიდან იმას არ ვიღებ და წნევის აპარატზე მედავებიან”, – აცხადებს ლევან გამრეკელი.

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან გამრეკელმა ბიუჯეტის ფულით საკრებულოს წნევის აპარატი უყიდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი