ახალი ამბები

გორში მიშიკო კოშკაძის მემორიალური დაფა გაიხსნება 

გორში მიშიკო კოშკაძის მემორიალური დაფა გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. 

მუსიკოსის მემორიალური დაფა მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე განთავსდება. 

“მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ მუსიკოსის მეგობრები და კოლეგები კულტურის ცენტრის მცირე საკონცერტო დარბაზში ხელოვანის ცხოვრებას და შემოქმედებას გაიხსენებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

მუსიკოსი და კომპოზიტორი, მიშიკო კოშკაძე წლების განმავლობაში გორის კულტურის ცენტრში, გიტარის პედაგოგად მუშაობდა. მუსიკოსი 2018 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მემორიალური დაფა 24 ივნისს, 17:00  საათზე გორში, მარაბდელის ქუჩა N 7 – ში (სადგურის დასახლება) გაიხსნება.

დატოვეთ კომენტარი