ახალი ამბები

რეკომენდაცია იყო რომ აუცილებლად გვეყიდა წნევის აპარატი – ხაშურის საკრებულო

“მერამდენე შემთხვევა იყო, რომ ლამის ადამიანი შემოგვაკვდა, მაღალი წნევის გამო, სასწრაფოს მინიმუმ 10-15 წუთი მაინც უნდა რომ მოვიდეს, ამიტომ რეკომენდაცია იყო, რომ გვეყიდა წნევის აპარატი”, – ამის შესახებ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ზურა ჩხიტუნაძე აცხადებს.

“საკრებულო და მერია ერთ შენობაშია, ყოფილა შემთხვევები, რომ მოქალაქეებსაც დასჭირდათ წნევის აპარატი და არ გვქონია იმ მომენტში. ამიტომ ვიყიდეთ და ის გამოადგებათ მოქალაქეებსაც, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებსაც”, – განმარტა ჩხიტუნაძემ.

მერიამ საკრებულოს მოთხოვნით, წნევის აპარატი შპს გეფასგან იყიდა, რისთვისაც უწყებამ კომპანიას 229 ლარი გადაურიცხა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.